პრეზენტაციები ჯგუფების მიხედვით

       
  ჭაბუა ამირეჯიბის რომან " დათა თუთაშხიას"  ნაწყვეტის , " მოსე ზამთარაძის ნაამბობი" შესწავლის შემდეგ  გაჩნდა იდეა გაგვეკეთებინა  პროექტი სახელწოდებით: "სეთურის ქვეყანა" .4 ჯგუფად დაყოფილმა მოსწავლეებმა,  ისტორიული წიგნებისა და ინტერნეტის საშუალებით  მოიძიეს და  დაამუშავეს  მასალა ცნობილ დიქტატორებზე : ჰიტლერზე, მუსოლინზე , პინოჩეტზე და სტალინზე. თითოეულმა ჯგუფმა პრეზენტაციის სახით წარმოგვიდგინა თავისი ნამუშევარი. პრეზენტაციის   ბოლოს გაიმართა შემაჯამებელი დისკუსია, რომელიც მიზნად ისახავდა მოძიებული მასალის საფუძველზე მოსწავლეებს ემსჯელათ  რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე:
1. რა არის დიქტატურა , დემაგოგია, ტოტალიტარიზმი , ტირანია?
2. იმსჯელეთ რა აქვს საერთო ჰიტლერის , სტალინის , ბენიტო მუსოლინისა  და პინოჩეტის მმართველობის რეჟიმებს ?
3. იმსჯელეთ, დიქტატორული სახელმწიფოების დადებით  და  უარყოფით მხარეებზე?
4. რით ემსგავსება სეთური ცნობილ დიქტატორებს?
5.შეიძლება თუ არა მივიჩნიოთ არქიფო სეთური დიქტატორის განზოგადებულ სახედ?
6.ტირანული  სახელმწიფოს  რა ნიშნები ახასიათებს " სეთურის ქვეყანას?    
7. არის თუ არა ტოტალიტარული  სახელმწიფოს მოდელი " საირმის ტყის საზოგადოება" ?
8. ტექსტის  რომელი მონაკვეთი გამოდგება დემაგოგიური აზროვნების ნიმუშად ?
9. თქვენი აზრით , როგორ ადამიანებად  ჩამოყალიბდებიან '' საირმის ტყის '' ბავშვები  და რა   მართავს  მათ  ქმედებას ?
10. იმსჯელეთ, რა არის  დემოკრატია?
11. იმსჯელეთ , აქვს თუ არა უფლება წინამძღოლს , მმართველს , ხელისუფალს სიამრთლე  დაუმალოს  ხალხს  და  სიცრუეში ამყოფოს იგი?
 12. თქვენ  როგორი მმართველობის რეჟიმის  მომხრე  ხართ  ?



























Комментариев нет:

Отправить комментарий