ჯგუფის ლიდერებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები , რომლებიც აგებული იყო ჭაბუა ამირეჯიბის რომან " დათა თუთაშხიას " ნაწყვეტის " მოსე ზამთარაძის ნაამბობი'' მიხედვით. მათ მოკლედ მიმოიხილეს ტექსტიდან ყველა ის ეპიზოდი , რომელიც მნიშვნელოვანი იყო პერსონაჟთა ხასიათისა და ქცევის შესაფასებლად. მოსწავლეებმა მოიძიეს ფილმიდან ნაწყვეტები და პროექტორის საშუალებით გააშუქეს დამსწრე საზოგადოებისთვის . პროექტი მოიცავდა ინტეგრირებას ისტორიასთან . ისინი პარალელურად სწავლობდნენ ისტორიის სახელმძღვანელოში სწორედ იმ საკითხებს , რომელთა კიდევ უფრო ღრმად შესწავლამ მეტი ცოდნა შესძინა მათ დისკუსიის სწორად წარსამართავად.
Комментариев нет:
Отправить комментарий