სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი
სასწავლო თემის ავტორი
| ||
სახელი და გვარი
| ირმა შელია | |
რაიონი
|
საბურთალო
| |
სკოლა
|
186–საჯარო სკოლა
| |
ქალაქი
|
თბილისი
| |
თემის მონახაზი
| ||
თემის დასახელება
| ||
ჭაბუა ამირეჯიბის რომან " დათა თუთაშხიას" ნაწყვეტი " მოსე ზამთარაძის ნაამბობი'' , პროექტის სახელწოდება " სეთურის ქვეყანა "
პროექტის მიზნები : 1. მოსწავლეებმა შეძლონ 21-ე საუკუნის უნარების გამომუშავება 2..მოსწავლეებმა შეძლონ დიქტატორულ რეჟიმზე მსჯელობა 3. იმსჯელონ ,დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებზე და გაეცნონ იმ სიტყვების ზუსტ განმარტებებს , რომლებიც დასჭირდებათ პროექტის ფარგლებში . 4.მოსწავლეებმა შეძლონ საგანთა შორის ინტეგრირება 5. განივითარონ დისკუსიაში მონაწილეობის , საკუთარი აზრის გამოხატვისა და პრეზენტაციის უნარი 6.მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რელაურ ცხოვრებაში გამოყენების უნარის განვითარება . პროექტის აქტუალობა : დიქტატურა , ტირანია , ავტორიტარიზმი , დემოკრატია , დემაგოგია , ეს იმ ტერმინთა ჩამონათვალია , რომელთა გარშემო მსჯელობაც თითქმის ყველა ეპოქაში აქტუალურია და მუდამ იქნება. დღეს არაფერზე ისე ბევრს არ საუბრობენ , როგორც თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე. თავისუფალი და მონადქცეული ადამიანიც , რომელსაც მეტ-ნაკლებად ყველა დროისა და ეპოქის მწერალი ასახავს ყოველთვის აქტუალური იყო . | ||
მოსალოდნელი შედეგები
| ||
ჭაბუა ამირეჯიბის რომან '' დათა თუთაშხიას ნაწყვეტის " მოსე ზამთარაძის ნაამბობი'' შესწავლის შემდეგ მოსწავლეები ღრმად გააანალიზებენ ტექსტის ცალკეულ ეპიზოდებს , დააკვირდებიან და შეაფასებენ პერსონაჟთა ხასიათსა და ქცევას .იმსჯელებენ, კონკრეტული ნაწყვეტის მთავარ სათქმელზე. ყურადღება გამახვილდება საირმის ტყის საზოგადოების შესწავლასა და მთავარი პერსონაჟის , არქიფო სეთურის დახასიათებაზე. მოსწავლეები შეეცდებიან იმსჯელონ, ახასიათებს თუ არა" სეთურის ქვეყანას'' ტირანული სახელმწიფოს ნიშნები, მიიჩნევა თუ არა თავად სეთური დიქტატორის განზოგადებულ სახედ .მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ცნობილ დიქტატორებზე : ბენიტო მუსოლინზე , ჰიტლერზე, სტალინზე და პინოჩეტზე.იმსჯელებენ, რით ემსგავსება სეთური მათ . მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად და ისაუბრებენ ტოტალიტარიზმზე, დემაგოგოიაზე , ტირანიაზე , დემოკრატიის პრინციპებზე, გამოთქვამენ აზრს იმის შესახებ, თუ როგორი მმართველობის ფორმის მომხრენი არიან ისინი. ..გაავლებენ პარალელს თანამედროვე ეპოქასთან . შექმნიან პრეზენტაციებს , გეგმებს , ჩანაწერებს .იმუშავებენ ისტორიულ მასალაზე , ამოკრეფენ საჭირო ინფორმაციას წიგნებიდან თუ სხვადასხვა კომპიუტერული საიტებიდან და დაახარისხებენ , ჩაატარებენ შემაჯამებელ დისკუსიას. პროექტის განხორციელების შემდეგ გაკეთდება ბლოგი. | ||
დონე/კლასი
| ||
საბაზო საფეხური , მე–8 კლასი
| ||
განხორციელების დროის ჩარჩო
| ||
6 კვირა
| ||
თემის საფუძვლები
| ||
საგნობრივი სტანდარტები და ინდიკატორები რომელსაც ეყრდნობა პროექტი
| ||
მიმართულება: ზეპირმეტყველება
ქართ.
VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ
საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· სვამს კონკრეტულ საკითხს (კონკრეტული
საკითხი ლიტერატურული ნაწარმოებიდან, რაიმე მნიშვნელოვანი რეალური ყოფითი ფაქტის განხილვა,
ისტორიული მოვლენის შეფასება და ა. შ.) და ისმენს სხვების აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით;
·
მსჯელობს სათანადო არგუმენტაციის
მოხმობით და თანამიმდევრულად ავითარებს თავის მოსაზრებას;
·
მსჯელობიდან გამოაქვს ადეკვატური
დასკვნა;
·
საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად
იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან, სხვადასხვა ფაქტს, სტატისტიკურ მონაცემებს,
ფრაგმენტებს ინტერვიუდან და ა. შ.;
·
კონკრეტული აუდიტორიისათვის შეარჩევს
ტექსტის შესაბამის ტიპს (მაგ. როლურ ტექსტს, თხრობას, კამათს და ა. შ.);
მიმართულება: კითხვა
ქართ.
VIII. 5. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს,
გააანალიზოს და შეაფასოს ტექსტები (მხატვრული და არამხატვრული), რომლებიც შეიცავს გარკვეულ
თვალსაზრისს ან მსჯელობას კონკრეტულ საკითხზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· დაწვრილებით შეისწავლის ტექსტის
შინაარსს, ყურადღებას ამახვილებს დეტალებზე და მათზე დაყრდნობით ახსნის მიზეზ-შედეგობრივ
კავშირებს;
·
აანალიზებს და კონკრეტული ნიშნის
მიხედვით, სისტემურად ახდენს ტექსტში მოცემულ ინფორმაციის კლასიფიკაცია-კატეგორიზაციას;
·
ამოიცნობს და განსაზღვრავს პრობლემურ
საკითხებს წაკითხულ ტექსტში;
·
არკვევს ტექსტში დასმული პრობლემის
გამომწვევ მიზეზებს;
·
პოულობს სადისკუსიო პრობლემის
გადაჭრის ალტერნატიულ ვარიანტებს;
·
მოიძიებს არგუმენტებს სადავო
საკითხის გადაწყვეტის თითოეული ვარიანტის მხარდასაჭერად;
· გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას
ტექსტში ასახული ზნეობრივ-ეთიკური პრობლემების მიმართ.
ქართ.
VIII. 9. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის
შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ხელახლა უბრუნდება გაუგებარ ადგილებს;
·
მონიშნავს ტექსტში ინტერპრეტაციისთვის
მნიშვნელოვან ადგილებს;
· იყენებს მარკირების საკუთარ სისტემას
(მაგალითად, ტექსტის არშიაზე პირობით ნიშნებს, მარკერს);
·
მონიშნავს უცნობ და ძნელად აღსაქმელ
ლექსიკურ ერთეულებს და ტექსტის არშიაზე აკეთებს განმარტებებს, მინიშნებებს, კომენტარებს;
· აზუსტებს ტექსტებში მოწოდებული
ინფორმაციის სანდოობას (გადაამოწმებს ინფორმაციას ენციკლოპედიაში, ლექსიკონებში);
· იყენებს საკითხების ჩამონათვალის
ფორმით შედგენილ რეზიუმეს და გრაფიკულ ცხრილებს მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და იდეების
გამოსაკვეთად.
მიმართულება: წერა
ქართ.VIII. 10. მოსწავლეს შეუძლია წერილობით გადმოსცეს საკუთარი თვალსაზრისი, იმსჯელოს კონკრეტულ საკითხზე სათანადო არგუმენტების მოხმობით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· პრობლემური საკითხის შესახებ წერს ნარკვევს, საგაზეთო სტატიას, მარტივ პროექტს, ახსნა-განმარტებითი ხასიათის ტექსტსა და ანგარიშს;
· ფაქტებზე, სტატისტიკურ მონაცემებზე, სხვადასხვა წყაროზე (ენციკლოპედია, ლექსიკონები, ბეჭდვითი და ელექტრონული საინფორმაციო საშუალებები) დაყრდნობით განსაზღვრავს პრობლემას, წერილობით აყალიბებს მოსაზრებას, შეარჩევს ამ მოსაზრების განმამტკიცებელ არგუმენტებს;
ქართ.
VIII. 13. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ირჩევს ტექსტის თემატიკას, ტიპს
და შეადგენს გეგმას სპეციფიკური მიზნებისა და აუდიტორიის მოთხოვნების გათვალისწინებით;
·
შეარჩევს მასალას და აჯგუფებს
გეგმის შესაბამისად;
·
შეაქვს ტექსტში შინაარსობრივი
და სტრუქტურული ხასიათის შესწორებები, რათა იგი იყოს მკაფიო, ლოგიკური და თანამიმდევრული;
· ასწორებს ნაწერში ორთოგრაფიულ,
პუნქტუაციურ და გრამატიკულ შეცდომებს; იყენებს ორთოგრაფიულ და უცხო სიტყვათა ლექსიკონებს;
· მსჯელობისას საკუთარი თვალსაზრისის
დასასაბუთებლად იყენებს მასალას (ციტატებს სხვადასხვა წყაროდან, ცხრილებს, ფოტოებსა
და ხელოვნების ნიმუშების რეპროდუქციებს);
· იყენებს კომპიუტერულ ტექნოლოგიას
ტექსტების შესადგენად, დასაფორმატებლად და პრეზენტაციის მოსამზადებლად.
| ||
პროექტის ამოცანები/ პროექტის განხორციელების წინაპირობები
| ||
პროექტის იდეა გაჩნდა სწორედ იმის გამო , რომ მოსწავლეებს კონკრეტულ ეტაპზე არ შეეძლოთ ემსჯელათ დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებზე .შეედარებინათ და ანალიზი გაეკეთებინათ მმართველობის დიქტატორულ რეჟიმსა და დემოკრატიულს შორის . სწორად არ შეეძლოთ ემსჯელათ იმის თაობაზე , თუ რას ნიშნავს თავისუფალი ან მონადქცეული პიროვნება . მათ უჭირდათ ამოეცნოთ პერსონაჟის მიზანმიმართული ქცევები და ქმედებები , რაც კონკრეტულად ახასიათებდა სეთურს .
მოსწავლეები შეძლებენ მსჯელობას კონკრეტულ საკითხზე .ისწავლიან პერსონაჟზე დაკვირვებას .მოცემული მონაკვეთის მთავარი სათქმელისა და მწერლის მიზანდასახულობის გამოკვეთას. მოიძიებენ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროებიდან .გააკეთებენ ინტეგრირებას ისტორიასთან . შეადარებენ , დაახარისხებენ , მოძიებულ ინფორმაციებს , ისწავლიან საორგანიზაციო საკითხებს . პროექტისთვის ეფექტური პრეზენტაციებისა და სლაიდების შექმნას . იმუშავებენ გუნდურად და დაეუფლებიან გუნდური მუშაობის პრინციპებს . წარსდგებიან ფართო აუდიტორიის წინაშე საკუთარი პრეზენტაციებით . მათ აღარ გაუჭირდებათ სიტყვების : დემაგოგია , დიქტატურა , დემოკრატია , ტირანია განმარტება . | ||
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
| ||
ზოგადი კითხვა
| როგორი მმართველობის ფორმაა დიქტატურა ? | |
თემატური კითხვები
| 1.რატომ იცვლის და იმატებს სახელებს სეთური , რა მიზანი აქვს ,თქვენი აზრით , მას? 2.რატომ აშინებს არქიპოს ადამიანებს შორის დნობაზე დამყარებული ურთიერთობა ? 3.რა მანკიერ თვისებებს ეფუძება სეთურის მიზანი - სრულ მორჩილებაში იყოლიოს ხალხი? 4.სეთურის ქვეშევრდომები ფიზიკურად ნაკლოვანი და უსახური ადამიანები არიან .თქვენი აზრით , რატომ ? ხომ არ მიგვანიშნებს მათი გარეგნობა მათსავე სულიერ მხარეზე? 5.თქვენი აზრით , აქვს თუ არა უფლება წინამძღოლს , მმართველს , ხელისუფალს , სიმართლე დაუმალოს ხალხს , სიცრუეში აცხოვროს იგი ? | |
შინაარსობრივი კითხვები
|
1.რა ხერხს მიმართავს არქიფო სეთური , რომ ხალხმა ურთიერთნდობა დაკარგოს ?
2.სეთურის აზრით , შიშს გარდა ,კიდევ რა არის საჭირო რომ ხალხმა შეგიყვაროს ? | |
შეფასების გეგმა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების დროის ჩარჩო
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
სხვა საკითხები
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
საბაზისო უნარ-ჩვევები
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
1)კვლევის საბაზისო უნარ-ჩვევები
2)ინტერნეტში მუშაობის უნარ-ჩვევები
3) ტექნიკური უნარ-ჩვევები
4) ტექსტის დამუშავების უნარ-ჩვევა
5) ეფექტური პრეზენტაციების მომზადების უნარი;
6)კონცეპტუალური ინფორმაციის ამოკვეთა სასწავლო ტექსტიდან
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
სასწავლო პროცედურები/ მონიტორინგი
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროექტის დაწყებამდე
პროექტის დაწყებამდე მოსწავლეები იმსჯელებენ ზოგად კითხვაზე : როგორი მმართველობის ფორმაა დიქტატურა ? იმსჯელებენ მნიშვნელოვან ეპიზოდებზე , დაიყოფიან ჯგუფებად და შეარჩევენ თითოეული ჯგუფისთვის საპრეზენტაციოდ მნიშვნელოვან საკითხებს . მოსწავლეები ნახავენ ფილმს ჩარლი ჩაპლინის
მონაწილეობით " დიდი დიქტატორი "
პროექტის მსვლელობა
კალსთან ერთად მუშავდება მნიშვნელოვანი ადგილები ტექსტიდან .საწყის ეტაპზე გამოიყენება ვიცი , მინდა ვიცოდე ვისწავლე სქემის სამი სვეტი, რათა დავეხმაროთ მოსწავლეებს წინარე ცოდნის გახსენებაში და გავიგოთ მათი საბაზისო ცოდნა. აქვე , შესაძლოა , გამოვლინდეს მათი არასწორი წარმოდგენები საკითხის გარშემო .მოცემული სქემა ხელს შეუწყობს იმასაც , რომ მოსწავლეებმა გამოავლინონ მომავალში , პროექტზე მუშაობისას, რისი გაგება სურთ . საწყის ეტაპზე გამოვიყენებ ასევე გონებრივი ერიშის მეთოდს , ასოციაციურ რუკებს, პერსონაჟთა ხასიათისა და აზრების დასაფიქსირებლად.. ტექსტის შესწავლის პროცესში მოსწავლეები მუდმივად იმუშავებენ შინაარსობრივ და თემატურ კითხვებზე. პარალელურად მოიძიებენ დამატებით ინფორმაციებს ცნობილ დიქტატორებზე : მუსოლინზე , ჰიტლერზე, სტალინსა და პინოჩეტზე. შედგება ოთხი ჯგუფი . ჯგუფის ლიდერები მოამზადებენ პრეზენტაციას სახელმძღვანელოში მოცემულ კონკრეტულ ნაწყვეტზე, ანუ " მოსე ზამთარაძის ნაამბობზე"და მასზე დაყრდნობით დამსწრე საზოგადოებას გააცნობენ მნიშვნელოვან ეპიზოდებსა თუ ფაქტებს , სლაიდებზე გამოტანილი იქნება ასოციაციური რუკების საშულებით შექმნილი პერსონაჟთა დახასიათებები. . თითოეული ჯგუფი გააკეთებს ჩანაწერების დღიურს. პირველი ჯგუფი იმუშავებს ჰიტლერის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე , მეორე მუსოლინზე , მესამე სტალინზე ხოლო მეოთხე პინოჩეტზე. მუშობისას ჯგუფის ლიდერებს დაევალებათ გააკონტროლონ ტექსტზე მუშაობა, კონცეპტუალური ადგილებისა და შესაბამისი ციტატების, პერსონაჟთა გამონათქვამების სწორად ამოკრეფა ტექსტიდან, ჯგუფის წევრების მეტყველება , პრეზენტაციის უნარი. .ეს ყველაფერი პროექტის ეფექტურად წარმართვაში დაგვეხმარება. მოსწავლეთა ჯგუფებთან შეხვედრების დროს გამოვიყენებ მინი – ლექციის მეთოდს , რათა მოსწავლეებს დამატებითაც მიეწოდოთ რჩევები და ინფორმაციები , პროექტის თემასთან დაკავშირებით. პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებმა უნდა გამოავლინონ ინფორმაციის მოძიების, დახარისხებისა და კვლევის უნარი. მოსწავლეებს, მასწავლებლის მხრიდან , მიეცემათ მითითებები პრეზენტაციის ნიმუშის შესაქმნელად .
საბოლოო პროექტი
პროდუქტი , რომელსაც ისინი შექმნიან, იქნება სლაიდებით აგებული პრეზენტაციები თემის გარშემო., მათ მიერ მოძიებულ მასალაში იგულისხმება თემასთან დაკავშირებული სურათები და ვიდეო მასალაც .შექმნიან პრეზენტაციის შეფასების რუბრიკას, რათა პროექტის წარდგენამდე იცოდნენ რითი ფასდებიან, ხოლო პრეზენტაციის შემდეგ კი შეძლებენ თვითშეფასებასაც . ჯგუფები დაგეგმავენ ერთმანეთთან შეხვედრებს უკუკავშირის მისაღებად. პროექტის დასასრულს , როცა მოსწავლეებს შესწავლილი ექნებათ სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები , წარდგებიან პრეზენტაციით , მოაწყობენ მინი დისკუსიას "იყო თუ არა "საირმის ტყის" საზოგადოება ტოტალიტარული სახელმწიფოს მოდელი" .დაუბრუნდებიან ზოგად კითხვას.პროქტის ბოლოს მოსწავლეები შეაჯამებენ თემის გარჩემო არსებულ ძირითად საკითხებს .
|
დიფერენცირებული სწავლება
| ||
სპეციალური საჭიროებები
|
კლასში სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლე არ არის.
| |
არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
| ||
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
|
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები შეასრულებენ შედარებით რთულ სამუშაოებს .გადაამოწმებენ მოძიებულ ინფორმაციებს, დაეხმარებნიან მეგობრებს პრეზენტაციების გაკეთებაში . იმუშავებენ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკების შექმნაში.
| |
ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის საჭიროტექნოლოგიური უზრუნველყოფა) | ||
ფოტოკამერა <
კომპიუტერი (ები) <
ციფრული კამერა <
DVD ფლეიერი
ინტერნეტკავშირი <
|
ლაზერული დისკი <
საბეჭდი მანქანა/პრინტერი <
პროექტორი
სკანერი
ტელევიზორი
|
VCR, ვიდეო
ვიდეოკამერა <
ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
|
ბეჭდვითი მასალები
|
სასკოლო სახელმძღვანელო , ისტორიის სახელმძღვანელო , დამატებითი წიგნები ბიბლიოთეკიდან .
|
ინვენტარი/მასალები
|
მერხები , სკამები
|
ინტერნეტ რესურსები
| |
სხვა რესურსები
|
პროექტორი , თაბახის ფურცლები , კომპიუტერი
|
პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხარვეზები
1. შესაძლოა , მოსწავლეებმა ვერ შეძლონ საჭირო ინფორმაციის მოძიება ინტერნეტიდან.
2.შესაძლოა , წამოიქმნას ტექნიკური ხარვეზი და ვერ გავაშუქოთ პროექტორზე პრეზენტაციები, რომლებიც, პროექტის ეფექტირად წარმართვას განაპირობებენ.
2.შესაძლოა , წამოიქმნას ტექნიკური ხარვეზი და ვერ გავაშუქოთ პროექტორზე პრეზენტაციები, რომლებიც, პროექტის ეფექტირად წარმართვას განაპირობებენ.
3.შესაძლოა, პროექტისთვის დაგეგმილ დღეს ვერ გამოცხადდეს რომელიმე მოსწავლე და მათ შორის ჯგუფის ლიდერი ;
რისკების და ხარვეზების თავიდან აცილების გზები:
1. მასწავლებელმა პროექტის დაწყებამდე უნდა გადახედოს ყველა საჭირო ინტერნეტ რესურსს
გადაამოწმოს მათი სანდოობა ; მიუთითოს შესაბამისი ლიტერატურა
2. მოსწავლეებს პრეზენტაციებში ჩასმული აქვთ სურათები , კოგნიტური სქემები, მასალები დიქტატორთა ცხოვრების მნიშვნელოვან ფაქტებზე; რისკების შემთხვევაში, მათ შემზადებული ექნებათ საქაღალდეები , რომლებშიც დაგროვილი იქნება იმავე შინაარსის მასალა , რაც სლაიდებზე. კოგნიტური სქემები, შესაძლოა, წარმოდგინონ დაფაზე ან ფორმატზე.
3. ჯგუფის ლიდერი მზად იქნება შეცვალოს თავისი წევრი . გათვალისწინებულია ლიდერის შემცვლელიც.
Комментариев нет:
Отправить комментарий